|
2022-04-13 13:20:31, 1145 ნახვა
საზოგადოება
ბოლნისში, მევენახე-მეღვინეების პირველი ფორუმი გაიმართა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბოლნისში, ადგილობრივი მევენახე-მეღვინეების პირველ ფორუმს დაესწრო, რომელიც მეღვინეთა გაერთიანების „ღვინო ბოლნისი“ ორგანიზებით და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის და კომპანიის „არემჯი“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ ვაჭარაძემ მიიღეს. მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და იმ ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისა და ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ახორციელებს. „იმედი მაქვს, რომ ბოლნისური ღვინოები პოპულარული გახდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე. სახელმწიფო ბევრ პროგრამას ახორციელებს მეღვინეობა-მევენახეობის დარგის განვითარების მხარდასაჭერად. ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა ბაზრების დივერსიფიკაციაა, რაზეც სახელმწიფო, ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან ერთად, ბევრს მუშაობს“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. ფორუმის მონაწილე იმ მეღვინეებმა, რომლებიც ამ დრომდე არ არიან გაერთიანების „ღვინო ბოლნისი“ წევრები, ინფორმაცია მიიღეს იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელიც თითოეულ მეღვინეს შეუძლია მიიღოს გაერთიანების წევრობის შემთხვევაში. ფორუმზე გამოვლინდა 16 მეღვინე, რომლებსაც საუკეთესო ღვინოების წარმოებისთვის, უმაღლესი ხარისხის მუხის კასრები გადაეცათ. კომპანიის „არემჯი“ წარმომადგენლების ინფორმაციით, მიმდინარეობს ქართულ-გერმანული ღვინის სახლის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომელსაც „არემჯის“ მხარდაჭერით, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის კავშირი ახორციელებს. სამუშაოები წლის ბოლოსთვის დასრულდება. ეს იქნება ადგილი, სადაც ქალაქში ჩამოსული სტუმრები საუკეთესო ბოლნისურ ღვინოებს გაეცნობიან. 2018 წლიდან, მეღვინეთა გაერთიანების „ღვინო ბოლნისი“, ბოლნისის მუნიციპალიტეტის და კომპანიის „არემჯი“ მხარდაჭერით, არაერთი საინტერესო და სასარგებლო პროექტი განხორციელდა. თანამშრომლობის შედეგად, ბოლნისური მარნები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებში, საგანმანათლებლო კურსებსა და სემინარებში, იღებენ მარკეტინგულ მხარდაჭერას, რათა ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ბოლნისური ღვინოები შესთავაზონ.
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)