12:20 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-13 11:57:19, 801 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ ძლიერი ქარის შედეგად გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ძლიერი ქარის დროს, ხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი ტატიანა პავლოვნას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

თბილისის მერმა გუშინდელ სტიქიაზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და გამგეობების წარმომადგენლებს საგანგებო რეჟიმში მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„გუშინდელ ძლიერ ქარს მოყვა დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხეებისა და ნარგავების მოთხრა, სახურავების გადახდა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ სტიქიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. რა თქმა უნდა, ყველაფრის აღდგენა  და გამოსწორება შესაძლებელია, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, მაგრამ სამწუხარო და გულდასაწყვეტია, როდესაც ფიქსირდება ადამიანის გარდაცვალება. მინდა, ათივე რაიონის გამგებელს მოვუწოდო, მაქსიმალური ყურადღებით ვიყოთ. დღესაც მოსალოდნელია ქარი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  მუშაობა გაგრძელდეს საგანგებო რეჟიმში, ისევე როგორც გუშინ. მთელი ღამის განმავლობაში იყო შემოსული ზარები, ადგილზე ხდებოდა ჩვენი სამსახურების გასვლა და დღესაც მაქსიმალური ყურადღება გამოვიჩინოთ ამ მიმართულებით და მაქსიმალური თანადგომა აღმოვუჩინოთ ადამიანებს, დავეხმაროთ დაზარალებულ მოსახლეობას, ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში“, - განაცხადა თბილისის მერმა.  

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics