17:44 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 15:49:13, 1393 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - „ოცნება“ ითხოვს უკრაინამ დაითხოვოს თანამდებობაზე მყოფი ქართველები, არის თუ არა ეს რუსეთის შეკვეთა?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ოცნების" მიერ უკრაინისთვის წაყენებული პირობები პირდაპირ რუსეთის შეკვეთაა.

"მშრალი ფაქტი - "ოცნება" ითხოვს უკრაინაში თანამდებობაზე მყოფი ყველა ქართველის დათხოვნას. ამ ქართველებს შორის არიან დავით არახამია - ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი, გენერალი ლორთქიფანიძე - კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე, რომლის მთავარი ფუნქციაც რუსი ჯაშუშების დაჭერაა (მაგალითად, გუშინ მან დააკავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამდებობის პირი, რომელიც რუსებს აწვდიდა ინფორმაციას), ზურაბ ადეიშვილი, რომელიც მთავარი კოორდინატორია რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილი დანაშაულების აღრიცხვისა და ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემის. მეც ვრჩები რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ, თუმცა დატყვევებული ვყავარ პუტინს აქ. ახლა ყველა დაფიქრდით, არის თუ არა ეს მოთხოვნა პირდაპირ რუსეთის შეკვეთა?!" - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ, გუშინ უკრიანის მთავრობას მკაფიო წინაპირობები წაუყენა. "ოცნების" თავმჯდომარემ, ბრიფინგზე, ყურადღება გაამახვილა უკრაინაში ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზე: სააკაშვილზე, ადეიშვილზე, ლორთქიფანიძეზე და არახამიაზე, რომლებიც კობახიძის განცხადებით, საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები არიან და სწორედ ეს უშლის ხელს უკრაინა-საქართველოს შორის არსებული საკითხების გადაწყვეტას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics