21:20 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-12 13:18:58, 1489 ნახვა

სამართალი
რეგულირების სააგენტომ, რეცეპტის გარეშე, მედიკამენტების გაცემის ფაქტი 27 აფთიაქში გამოავლინა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რეცეპტის გარეშე მედიკამენტების გაცემის ფაქტი 27 აფთიაქში გამოავლინა. სამართალდარღვევა თბილისში, როგორც ქსელურ, ასევე არაქსელურ აფთიაქებში დაფიქსირდა. საუბარია მე-2 ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქტზე, რომლის რეცეპტიც 1-ლი მარტიდან მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.

გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და გადაეგზავნა სასამართლოს.

რეგულირების სააგენტო აგრძელებს სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას. მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაციის კონტროლი, როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მასშტაბით განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ  1-ლი მარტიდან, მეორე ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტი, მატერიალური სახით (ქაღალდზე), აღარ გამოიწერება და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გაიცემა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics