|
2022-04-12 13:14:20, 1187 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში სტუარდინგის მიმართულებით ტრენინგები ჩატარდება
აჭარაში განთავსების ობიექტების კვებისა და სასმელების სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგები იგეგმება. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სტუარდინგის მიმართულებით თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებს პირველად ჩაატარებს. სტუარდებსა და შეფ სტუარდებზე გათვლილი მოკლევადიანი ტრენინგის მიზანია სამზარეულოს დასუფთავების, ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის მოვლა-დასუფთავების სტანდარტების გაუმჯობესება. ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლია აჭარაში მოქმედი განთავსების ობიექტების კვებისა და სასმელების სამსახურის თანამშრომლებს. მსურველები ონლაინ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისის განვითარების ონლაინ-პლატფორმაზე Serviceajara.ge -ზე უნდა დარეგისტრირდნენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგებს, მასტერკლასებს, სემინარებსა და ვორქშოპებს ბოლო წლებია აქტიურად ატარებს. ის რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების თანამშრომლებზე, გიდეზე, ტურისტული სააგენტოებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებზეა გათვლილი. დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა არის უფასო.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)