|
2022-04-11 17:42:35, 1434 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე კერძო კომპანიების შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს შეხვდა
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე კერძო კომპანიების შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს შეხვდა. – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების პროგრამასთან და ტესტირებასთან დაკავშირებული საკითხები იყო. შრომის ინსპექციის სამსახურის შემუშავდა სპეციალური პროგრამა, ტესტირების იმიტაციისთვის. მასში მოცემულია 3000-მდე კითხვა, რომელიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჯგუფდება. „კვალიფიკაციის დასადასტურებლად გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია 3 მიმართულებით: სრული, დაბალი და საშუალო და სპეციალური პროგრამის ნაწილში. გამოცდა ბარდება სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით, თითოეული მიმართულებით შედგენილია ტესტური დავალებები, სიტუაციურ ამოცანებთან და კაზუსებთან ერთად. პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის და ის 15 აპრილამდე გასაჯაროვდება. შეხვედრაზე ონლაინ ფორმატში ჩატარდა და განსახილველ საკითხთა შორის იყოს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები, ასევე არსებული გამოწვევები. შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი მაია მიქაია და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამაზე ზედამხედველობის ცენტრის უფროსი ქეთევან დარცმელია. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, შეხვედრა ორ დღეზე გადანაწილდა და შემდეგი შეხვედრა 13 აპრილს, 12:00-ზე ისევ ონლაინ რეჟიმში გაიმართება.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)