|
2022-04-06 10:37:58, 748 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო, სამედიცინო მომსახურებისთვის, მაღალ ხარისხსა და სამართლიან ფასებს დაადგენს
„სახელმწიფო, ჯანდაცვისა თუ სხვა მიმართულებებით, მაქსიმალურად ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე. აქედან გამომდინარე, ყველა მომსახურება, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შედის, მაქსიმალურად ხარისხიანი უნდა იყოს და ჰქონდეს სამართლიანი ფასი. ამიტომ, საპილოტე რეჟიმში გავუშვით მსოფლიოში საკმაოდ აპრობირებული ე.წ. DRG სისტემა. ის, სხვადასხვა სერვისზე, კლინიკების მიერ ბაზარზე დადგენილი ფასებიდან სამართლიან ფასს ითვლის. აქედან [ამ შედეგებიდან] გამომდინარე ახდენს სახელმწიფო ანაზღაურებას“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა „საზოგადოებრივ მაუწყებლის“ პირველ არხზე სტუმრობისას. ზურაბ აზარაშვილის თქმით, სახელმწიფოს დაფინანსებით, თითოეულმა მოქალაქემ მაღალი ხარისხისა და სამართლიანი ფასის მქონე მომსახურება უნდა მიიღოს. ეს, თავის მხრივ, დაეხმარება ბიზნესს, კონკურენტულ პირობებში, მუდმივად იყოს მათ მომსახურებაზე მოთხოვნა. „სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც სისტემაში კლინიკების მიერ დარეგისტრირებული სერვისის ფასები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ერთი და იგივე ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე, ერთ კლინიკას, შეიძლება, ჰქონდეს 3 000 ლარი, მეორე - 7 000 ლარი და მესამეს - 13 000 ლარი. შემდეგ, ამ არაკეთილსინდისიერებასთან სახელმწიფოს უწევს ბრძოლა. ზუსტად აქედან გამომდინარე, 1-ლი აპრილიდან ავამოქმედეთ ე.წ. DRG სისტემა, რომელიც რამდენიმე თვეში სრულად დაინერგება. მისი საშუალებით, ჩვენი ჩარევის გარეშე გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადავიხდით“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)