12:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-04 13:08:06, 657 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი ამზადებენ პაკეტს რუსეთისა და ბელარუსის სრული სატრანსპორტო იზოლაციისთვის

პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი უახლოეს 48-72 საათში რუსეთისგან სრული იზოლაციის პროცესს დაიწყებენ, რაც რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსთან საზღვრების მთლიანად დახურვას მოიცავს. კერძოდ, შეწყდება ყველა სახის ტრანსპორტით რუსეთში საქონლის მიწოდება. - ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მუსტაფა ნაიემ   Telegram არხზე განაცხადა.

"გასულ კვირას ჩვენ ოფიციალურად ვთხოვეთ ჩვენს კოლეგებს, შეეწყვიტათ ნებისმიერი საგზაო კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან და ბელარუსთან. მადლობა ამ ქვეყნების სატრანსპორტო მინისტრებს, ველოდებით საბოლოო შედეგს", - განაცხადა ნაიემ.

მისი თქმით, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციასთან და ბელორუსთან საზღვრები მთლიანად დაიხურება, რაც ნიშნავს, რომ ავტოკომუნიკაცია და ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელი გახდება.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა დახურა ცა რუსული თვითმფრინავებისთვის, მათ შორის სატვირთო თვითმფრინავებისთვის. თუმცა რუსეთში საქონლის სახმელეთო გზით მიტანა მაინც ხდებოდა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics