|
2022-04-04 13:02:02, 1035 ნახვა
პოლიტიკა
მაკრონი არ გამორიცხავს შეზღუდოს რუსეთიდან ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტი ბუჩაში მომხდარი მკვლელობების გამო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აშკარა ნიშნებია იმისა, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობაზე პასუხისმგებელი რუსული ჯარები არიან. "არსებობს ძალიან მკაფიო მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ომის დანაშაულებებზე. მეტ-ნაკლებად ნათელია, რომ რუსული არმია არის პასუხისმგებელი [ბუჩას მკვლელობებზე]", - განუცხადა მაკრონმა რადიო France Inter-ს ეთრეში. მისი თქმით, შეზღუდვები განსაკუთრებით მტკივნეული იქნება რუსეთისთვის, თუ ისინი გავლენას მოახდენს ნავთობისა და ქვანახშირის ექსპორტზე. მაკრონის თქმით, უახლოეს დღეებში საფრანგეთი კოორდინაციას გაუწევს მსგავს ნაბიჯებს ევროკავშირის პარტნიორებთან - „განსაკუთრებით გერმანიასთან“. ის ასევე ვარაუდობს, რომ ევროკავშირმა შესაძლოა დამატებითი სანქციები დააწესოს რუსების წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ მაკრონს არ უხსენებია სანქციები რუსულ გაზთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის ბუნებრივი გაზის იმპორტის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. რუსი დამპყრობლებისგან გათავისუფლებული კიევის ოლქის ტერიტორიიდან უკვე ნანახი და გადმოსვენებულია 410 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. - ამის შესახებ, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ Facebook-ზე განაცხადა. 1 აპრილს ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტები განდევნეს. უკან დახევისას რუსებმა დანაღმეს სამოქალაქო ნაგებობები, ინფრასტრუქტურული ობიექტები და დასახლებული პუნქტები. 2 აპრილის საღამოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ მთელი კიევის რეგიონი განთავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან. უკრაინელმა სამხედროებმა, რომლებმაც კიევის ირგვლივ ყველა ტერიტორია დაიბრუნეს, აცხადებენ, რომ ქალაქებში დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქეებს პოულობენ. განთავისუფლებული ქალაქი ბუჩას მერმა თქვა, რომ 300 მცხოვრები დაიღუპა რუსული არმიის ერთთვიანი ოკუპაციის დროს, ხოლო მსხვერპლი ნახეს მასობრივ საფლავში, ზოგი კი, კვლავ ქუჩებში ეგდო.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)