14:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 11:14:55, 809 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის მისაღებია მხოლოდ გამარჯვება, კიევი არ დათმობს ტერიტორიულ მთლიანობას მშვიდობისთვის

უკრაინისთვის რუსეთთან ომში მხოლოდ გამარჯვებაა მისაღები, მაგრამ კიევი მშვიდობისთვის აგრესორთან ტერიტორიულ დათმობებს არ წავა. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ამერიკულ ტელეარხ FoxNews-თან ინტერვიუში განაცხადა.

"სიმართლის გამარჯვება - უკრაინისა და უკრაინელების გამარჯვებაა. საკითხავია, როდის დასრულდება. ეს მტკივნეული საკითხია. გამარჯვების გარდა, უკრაინელი ხალხი არ მიიღებს რაიმე შედეგს", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

ჟურნალისტის კითხვაზე შესაძლებელია თუ არა რუსეთისთვის უკრაინის ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მიზნით, ზელენსკი პასუხობს:
„ჩვენ არ ვაჭრობთ ჩვენს ტერიტორიაზე. უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი არ განიხილება."

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისგან ელის ვალდებულებებს.

"ჩვენ არ ვართ სუსტი სახელმწიფო. ჩვენ არ გთავაზობთ გაძლიერებას ნატო-ს ხარჯზე. ჩვენ ვართ დანამატი, ჩვენ ვართ ლოკომოტივი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვართ ევროპის კონტინენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics