14:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 10:33:57, 775 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი სამხედროები ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან, წინ რთული ბრძოლები იქნება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარები პოზიციებს ტოვებენ და დონბასში გადადიან, ისინი ამ ტერიტორიებს ნაღმავენ და ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან. - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ აქტიური თავდაცვისთვის ემზადებიან.

„ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რუსი სამხედროები პოზიციებს ტოვებენ და გადაჰყავთ დონბასში, ხარკოვის მიმართულებით.  ისინი ნაღმავენ ამ ტერიტორიებს და ძლიერი დარტყმისთვის ემზადებიან. ვემზადებით კიდევ უფრო აქტიური თავდაცვისთვის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ - წინ რთული ბრძოლები გველოდება. ჯერ კიდევ შეუძლებელია ვიფიქროთ, რომ ჩვენ ყველა გამოცდა ჩავაბარეთ. ყველას გვსურს გამარჯვება, მაგრამ როდესაც ეს იქნება, ამას ყველა დაინახავს. ყველა იგრძნობს, რომ მშვიდობა დგება“, -  აღნიშნა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics