|
2022-03-31 11:56:53, 745 ნახვა
საზოგადოება
ქაშვეთის ეკლესიაში უკრაინაში დაღუპული დავით გობეჯიშვილის პანაშვიდი მიმდინარეობს
უკრაინაში ირპენთან დაღუპული ქართველი სამხედრო დავით გობეჯიშვილი ვარშავიდან სამშობლოში დღეს დილით გადმოასვენეს. აეროპორტში ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, უბრალო მოქალაქეები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ქაშვეთის ეკლესიაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გარდაცვლილს საღამოს ტყიბულში გადაასვენებენ. ცნობილია, რომ მას სამოქალაქო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ, თუმცა დაკრძალვის თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. ქართველი გმირი, უკრაინის დედაქალაქიდან სამხედრო პატივით გააცილეს. მისი ცხედარი კიევის მაცხოვრის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული და მის ხსოვნას უკრაინელმა და ქართველმა ჯარისკაცებმა პატივი მიაგეს. დავით გობეჯიშვილი 4 დღის წინ ირპენთან სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ის მეოთხე ჯარისკაცია, რომელიც უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)