|
2022-03-31 11:39:02, 620 ნახვა
საზოგადოება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დებატების საერთაშორისო ტურნირისთვის გამარჯვებული 5 წარმატებული მოსწავლის დაჯილდოება ჩატარდა
22 მარტს 10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩატარდა დებატების საერთაშორისო ტურნირისთვის გამარჯვებული 5 წარმატებული მოსწავლის დაჯილდოება სერტიფიკატებითა და საჩუქრებით. ღონისძიება განხორციელდა პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ მიერ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით. საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის შესარჩევ კონკურსში დებატების კლუბების 600-ზე მეტი წევრი იღებდა მონაწილეობას მთელი საქართველოდან, რომელთაგან შემდეგ ეტაპზე გადავიდა 50-მდე მოსწავლე. მათგან კი შეირჩა ის 5, რომლებმაც სრული დაფინანსებით მიიღეს მონაწილეობა იმ საერთაშორისო ტურნირში, რომელშიც 40 ქვეყანა და 600-ზე მეტი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას მთელი მსოფლიოდან. ერთ-ერთი ქართველი მოდებატე კი ამ მასშტაბური ტურნირის 10 საუკეთესო მომხსენელს შორის მოხვდა. ღონისძიება გახსნა და გამარჯვებულები წარადგინა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, თინათინ ცერცვაძემ. ღონისძიებას დაესწრნენ და სტუმრებს სიტყვით მიმართეს:
საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი, როგორც ერთადერთი ქართული ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA)-ს წევრია, ყოველწლიურად აგზავნის მოსწავლეებს დებატების საერთაშორისო ტურნირებსა და ფორუმებზე.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)