|
2022-03-31 11:37:44, 460 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის და ევროკავშირის სამხედრო შტაბის ხელმძღვანელებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების (CSDP-CR) დირექტორატის ხელმძღვანელს - პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის სამხედრო შტაბისა და სამხედრო მისიების ხელმძღვანელს - ერვე ბლეჟას, ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე არსებული თანამშრომლობა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. გიორგი ბუთხუზმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განსაკუთრებულ როლსა და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)