|
2022-03-31 10:54:48, 498 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას. სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, შევისყიდეთ სასურსათო პროდუქცია, რომელიც უახლოეს დღეებში გაიგზავნება უკრაინაში. შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მეგობარი უკრაინის მხარდაჭერას ამ ძალიან მძიმე ვითარებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და ყველა იმ პირს გადაუხადეს მადლობა, ვინც ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. „ჩვენი უკრაინელი კოლეგების წერილის პასუხად, მოხდა პირველადი აუცილებლობის პროდუქტების შეგროვება, როგორიც არის სწრაფი კვება, ბავშვთა კვება, ბურღულეული, მაკარონი, ბრინჯი, წყალი, რის დიდ ნაკლებობასაც განიცდიან უკრაინაში“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა. უკრაინაში გასაგზავნი ტვირთი პირველადი სასურსათო პროდუქტებისგან შედგება, რომელიც უკრაინელი ხალხის თხოვნების შესაბამისად, უკრაინის სურსათის უვნებლობისა და მომხმარებლების დაცვის სახელმწიფო სამსახურის (SSUFSCP) საქართველოში სურსათის ეროვნული სააგენტოსადმი წერილობითი მომართვის საფუძველზე განისაზღვრა. უკრაინელი ხალხის დასახმარებლად აქციაში ჩაერთვნენ სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები, ასევე, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია, კომპანიები „საირმე მინერალ ვოთერსი“, „ფაინ თრი ინთერნეიშენალ“, „ვოთერლენდი“ „აკვა ჯეო“. მობილიზებული თანხით და ბიზნესსექტორის თანადგომით 15 ტონა პროდუქცია შეგროვდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)