|
2022-03-30 13:11:29, 491 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელ მასიეჟ ცურას შეხვდა. – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერას. მინისტრმა, ევროპის საინვესტიციო ბანკს, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ინვესტირების გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ორგანიზაციასთან მალე ახალი შეთანხმება გაფორმდება, რაც ჯანდაცვის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)