18:11 - 07 Jul, 2026
|
2022-03-29 13:33:54, 716 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში 1000-ზე მეტ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდება
სტუდენტებს, რომლებიც პანდემიის დროს ფინანსური გამოწვევის წინაშე დადგნენ, სწავლის საფასურს აჭარის მთავრობა დაუფინანსებს. დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ 1000-ზე მეტი სტუდენტისთვის სწავლის საფასურის დაფინანსება დააანონსა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში არაერთი სტუდენტი დადგა ფინანსური პრობლემის წინაშე, რაც სწავლის საფასურის გადახდას უკავშირდებოდა. „სტუდენტების მომართვიანობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 150 000-მდე სოციალური ქულის მქონე სტუდენტებს დაუფინანსდებათ სწავლის საფასური და ამ მიმართულებით, ბიუჯეტის კორექტირების დროს 800 000 ლარი გამოიყოფა . ამ სტუდენტებს ვუსურვებ წარმატებებს" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)