19:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-26 10:54:49, 895 ნახვა

მსოფლიო
ოლაფ შოლცი - გერმანიამ შესაძლოა უარი თქვას რუსულ გაზზე და ეს იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე ბევრი მოელის

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყანამ შესაძლოა უარი თქვას რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე და ეს შესაძლოა იმაზე სწრაფად მოხდეს, ვიდრე წარმოუდგენიათ.

„ჩვენ გავხდებით დამოუკიდებლები რუსული გაზისგან უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრი მოელოდა. გერმანია ნაკლებად არის დამოკიდებული  რუსეთის მიწოდებაზე, ვიდრე სხვა ქვეყნები“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა ბრიფინგზე.

კანცლერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული გაზისგან დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესი უკვე შეუქცევადი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო მიმდინარე წლის ბოლომდე რუსულ გაზზე დამოკიდებულების 30%-მდე შემცირებას გეგმავს. ამავდროულად, სურთ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის განახევრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics