|
2022-03-25 15:08:57, 694 ნახვა
საზოგადოება
„თიბისის“ ციფრული ბანკის ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურობას გვიმარტივებს
„თიბისის“ ციფრულ ბანკს მუდმივად ემატება ახალი ფუნქციონალები, პროდუქტები და სერვისები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს. ციფრული ბანკის 5 ფუნქციონალი, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს: • ვალუტის კურსი და კონვერტაცია თიბისის ციფრულ ბანკში კონვერტაცია ბანკის სტანდარტულ კურსზე უკეთესი პირობებით, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მიახლოებული კურსითაა შესაძლებელი. გადარიცხვის პროცესის გასამარტივებლად, კონვერტაცია მარტივად, გადარიცხვის ველშივეა შესაძლებელი. • მობილურის ბალანსის შევსება ციფრულ ბანკში მობილურის ბალანსის შევსება კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროვაიდერი მიუთითოს და არსებული შაბლონებიდან მარტივად შეავსოს ბალანსი, ჩარიცხოს თანხა ინტერნეტ პაკეტებისთვის და ა.შ. • კომუნალურების დაჯგუფება მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის მობაილბანკს კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალიც აქვს, რაც არსებული ან ახალი კომუნალური გადასახადების შაბლონების დაჯგუფების და მათი სასურველი ტიპის ჯგუფში გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა. ასე, გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო უმარტივებს და ზოგავს მის დროს. • დამხმარე ღილაკები თიბისის ციფრულ ბანკში საბანკო ბარათებზე პინკოდის შეცვლა, ბარათის დაბლოკვა, შიდა გადარიცხვა, ასევე რეკვიზიტების და ამონაწერის მიღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. ცოტა ხნის წინ, ციფრულ ბანკს ბარათების ველში სპეციალური შაბლონები დაემატა, რომლებზე დაწკაპუნებითაც აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებელი კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად მიიღებს. • ციფრული ბარათი ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის ციფრული ანალოგია და მისი მიღება და გააქტიურება მობაილბანკში მომენტალურადაა შესაძლებელი. ციფრული ბარათით მომხმარებელი ყველა იმ საბანკო ტრანზაქციას შეასრულებს, რომელსაც პლასტიკური ბარათის გამოყენებისას ახორციელებს. სერვისების და პროდუქტების გაციფრულების პროცესი, რომელიც თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის სტრატეგიის ნაწილია, მუდმივად გრძელდება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)