|
2022-03-25 10:14:45, 904 ნახვა
მსოფლიო
გაერომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რუსეთს სამხედრო ესკალაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ საგანგებო სესიის ფარგლებში მიიღი რეზოლუცია სახელწოდებით - „უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჰუმანიტარული შედეგები". ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რეზოლუცია წარდგენილ იქნა უკრაინისა და ქვეყნების ჯგუფის (საქართველოს ჩათვლით) თანასპონსორობით. საგარეო უწყების ცნობით, რეზოლუციის მთავარი მიზანია უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შედეგად, ქვეყანაში შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე რეაგირება. რეზოლუცია მოითხოვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. რეზოლუცია მოითხოვს სამოქალაქო მოსახლეობის, სამედიცინო და ჰუმანიტარული პერსონალის დაცვის უზრუნველყოფას. გმობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა დარღვევებს და მოუწოდებს მხარეებს უზრუნველყონ მოსახლეობისთვის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების საშუალება. ამასთანავე, რეზოლუცია მოითხოვს, რომ მხარეებმა შეასრულონ ვალდებულება, რომ უზრუნველყონ ჰუმანიტარული პერსონალის, ასევე მათი სატრანსპორტო საშუალებების, მარაგისა და აღჭურვილობის უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომა უკრაინასა და მეზობელ ქვეყნებში ამგვარი საჭიროების ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის. რეზოლუცია მოუწოდებს გაერო-ს გენერალურ მდივანს, წევრ ქვეყნებს, გაერო-ს სისტემის ორგანოებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, მიაწოდონ ჰუმანიტარული დახმარება, ასევე უზრუნველყონ ლტოლვილთა დახმარება და დაცვა. რეზოლუცია აქვე მიესალმება გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ უკრაინისთვის გაერო-ს კრიზისის კოორდინატორის დანიშვნას. რეზოლუცია ეხმიანება გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდებას რუსეთისადმი, შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმა და მოლაპარაკებების გზას დაუბრუნდეს. ასევე მიმართავს გაერო-ს გენერალურ მდივანს, გენერალურ ასამბლეას მიაწოდოს ინფორმაცია შემდგომში აღნიშნული რეზოლუციის შესრულების თაობაზე. ამასთან, ხაზგასმულია უკრაინის მეზობელი ქვეყნების მხრიდან გაწეული მცდელობები უკრაინიდან დევნილი მოსახლეობის მიღებისა და მათ საჭიროებებზე რეაგირების კუთხით. რეზოლუციაში ხაზგასმულია მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დასასრულს, აღნიშნულია მოწოდება კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისკენ მოლაპარაკებების გზით.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)