|
2022-03-24 21:20:34, 927 ნახვა
მსოფლიო
G7 მზადაა, რომ ორგანიზაციამ რუსეთის წინააღმდეგ „დამატებით სანქციებს საჭიროებისამებრ“ მიმართოს
G7-ის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან რუსეთს „მძიმე შედეგები დააკისრონ და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული დამატებითი ზომები, სწორედ ისე, როგორც საჭიროა“. G7-ის წარმომადგენლებმა ერთობლივ განცხადებაში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ არჩეული ომი და მისი „გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და უკანონო“ აგრესია უკრაინაში დაგმეს. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთმა სამხედრო ოპერაციების შეჩერების შესახებ საერთაშორისო სასამართლოს ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს. G7-ის ლიდერებმა ასევე მოუწოდეს ბელარუსიას, „აერიდონ შემდგომი ესკალაცია და თავი შეიკავონ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალების გამოყენებისგან“. ამასთან ერთად, მათ მოუწოდეს მსოფლიოს „ყველა ქვეყანას, რომ რუსეთს სამხედრო ან სხვა ტიპის დახმარება არ გაუწიონ“. „ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ პრეზიდენტ პუტინსა და ამ აგრესიის არქიტექტორებს თუ მის მხარდამჭერებს, ისევე როგროც ბელარუსის ლიდერის, ლუკაშენკოს რეჟიმს, პასუხისმგებლობა დავაკისროთ თავიანთ ქმედებებზე. ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის მავნე და სრულიად უსაფუძვლო დეზინფორმაციულ კამპანიას უკრაინის, იმ სახელმწიფო წინააღმდეგ, რომელიც სრულად ასრულებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს. რუსმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მათ მიმართ არანაირი პრეტენზია არ გვაქვს. ეს არის პრეზიდენტი პუტინი, მისი მთავრობა და მხარდამჭერები, მათ შორის ბელარუსიის ლუკაშენკოს რეჟიმი, რომლებიც აწესებენ ამ ომს და მის შედეგებს. ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც არღვევს რუსი ხალხის ისტორიას“, - ნათქვამია G7-ის წარმომადგენლების ერთობლივ განცხადებაში.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)