22:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-24 00:28:20, 990 ნახვა

მსოფლიო
შარლ მიშელი - ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს, დავამარცხოთ ვლადიმერ პუტინი

„ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს - დავამარცხოთ ვლადიმერ პუტინი“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ტვიტერ“-ზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მოკავშირეებთან ერთად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ „ძლიერ ქმედებებს“ ახორციელებს.

„უკრაინელი ხალხი მამაცურად იბრძვის. ისინი თავიანთ დემოკრატიასა და ევროპულ ღირებულებებს იცავენ. ევროკავშირი მოკავშირეებთან ერთად, კრემლის წინააღმდეგ ძლიერ ქმედებებს ახორციელებს", - წერს შარლ მიშელი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „ევროპული სამშვიდობო ფონდის შექმნის გადაწყვეტილება - უკრაინაში სამხედრო ტექნიკის მიწოდებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია".

„ეს გვიჩვენებს, რომ მშვიდობისა და ჩვენი ღირებულებების სამსახურში ევროპას აქვს გავლენისა და ძალაუფლების რეალური შესაძლებლობა", - წერს შარლ მიშელი „ტვიტერ"-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics