22:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 23:44:12, 959 ნახვა

მსოფლიო
აშშ მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა

აშშ-ის მთავრობა მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულები იქნა ჩადენილი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ანტონი ბლინკენის განცხადებით, რუსი ოკუპანტები მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლს განზრახ ხსნიდნენ.

„ვლადიმირ პუტინის მიერ არაპროვოცირებული და უსამართლო ომის დაწყებამ, უკრაინაში რუსეთის უმოწყალო აგრესია გამოიწვია, რასაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა და დაჭრა მოჰყვა. რუსულმა ჯარმა გაანადგურა სახლები, საავადმყოფოები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ა.შ. პუტინის ძალებმა გამოიყენეს იგივე ტაქტიკა, რითიც ისინი ჩეჩნეთსა და სირიაში მოქმედებდნენ. სანამ რუსეთი ყოველდღიურ დაბომბვებს აგრძელებს, იღუპებიან ქალები და ბავშვები. გაერომ 2 500 მშვიდობიანი მოქალაქის გარდაცვალების ან დაჭრის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნედ ამოღება არის ომის დანაშაული. სწორედ ამიტომ, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც აშშ-ს მთავრობისთვის ამ დროისთვის ცნობილი და დადასტურებულია, უკრაინაში მებრძოლ რუს სამხედროებს ომის დამნაშავეებად ვაცხადებთ. ეს გადაწყვეტილება საჯარო და დაზვერვის წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის განხილვის საფუძველზე მივიღეთ. აშშ ომის დანაშაულის შესახებ არსებული ინფორმაციების მოკვლევას კვლავაც განაგრძობს“, - აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics