23:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 13:48:44, 943 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის თავდაცვა - ჩამოგდებულია რუსი ოკუპანტების 101 თვითმფრინავი და 124 ვერტმფრენი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან 23 მარტამდე პერიოდში, რუსული მხარის დანაკარგი 15 600-მდე ჯარისკაცი.

უწყების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 517 ტანკი, 1,578 ჯავშანტექნიკა, 267 საარტილერიო სისტემა, 80  სარაკეტო სისტემა და 47 საჰაერო თავდაცვის საშუალება გაანადგურეს. 

ამასთანავე, უწყებაში აცხადებენ, რომ განადგურებულია რუსეთის 101 თვითმფრინავი, 124 ვერტმფრენი, 1008 საავტომობილო ტექნიკა, 42 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, ტანკები საწვავით და საპოხი მასალებით - 70, სპეციალური აღჭურვილობა - 15 და გემები/ნავები - 4 ერთეული.

მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება. დათვლა ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics