|
2022-03-23 12:13:54, 1199 ნახვა
საზოგადოება
„შენ გელოდება...“ - Europcar Georgia ახალ კამპანიას იწყებს
Europcar Georgia ანსამბლ „დიდგორთან“ ერთად იწყებს კამპანიას სახელწოდებით „შენ გელოდება“, რომელიც საქართველოს ტურისტული ადგილების პოპულარიზაციასა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარებას ისახავს მიზნად. „შენ გელოდება“ - მაყურებელს საქართველოს მივიწყებულ სოფლებში ამოგზაურებს. გააცნობს იქაურ ბუნებას, ადამიანებს, რომლებიც თავის კუთხეს არ ტოვებენ, წინაპრების წეს-ჩვეულებებს ინახავენ და სტუმრებს ელოდებიან. კამპანიის ფარგლებში სულ 6 ტურია დაგეგმილი. „ევროპქარი“ და ანსამბლი „დიდგორი“ მცხეთა-მთიანეთს, სვანეთს, რაჭა-ლეჩხუმს, სამეგრელოს, ზემო აჭარასა და ტაო-კლარჯეთს ესტუმრებიან. „ჩვენ, როგორც საერთაშორისო კომპანიის წევრებს, გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოს უნიკალური ტურისტული ლოკაციებისა და ადამიანების შესახებ იმ უცხოელ ვიზიტორებსაც მოვუყვეთ, ვინც საქართველოში გეგმავენ მოგზაურობას. ჩვენი კამპანიით გვინდა, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გავუჩინოთ ინტერესი ამ თითქმის მივიწყებული სოფლების მიმართ და გავზარდოთ ასეთი ადგილების ცნობადობა, რაც საბოლოოდ მაღალმთიანი სოფლების განვითარებას შეუწყობს ხელს“, - სოფო კაკუშაძე, Europcar Georgia-ს მარკეტინგის მენეჯერი. Europcar Georgia-ში ამბობენ, რომ შერჩეულ ლოკაციებზე ვიზიტები ადგილობრივების საჭიროებების გათვალისწინებით იგეგმება და სოფლებში დარჩენილ ოჯახებს საჩუქრებს სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩაუტანენ. Europcar Goergia-სთან ერთად სამოგზაუროდ ემზადება ანსამბლი ,„დიდგორიც“. მუსიკოსები მთაში შემორჩენილ უნიკალურ ხმებსა და ხალხურ სიმღერებს შეაგროვებენ და მათ ხელახლა გააცოცხლებენ. პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა რეგიონში ვიზიტების უსაფრთხოებისთვის, მონაწილეების კოვიდტესტირებას მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი“ უზრუნველყოფს.
Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სამ ძირითად სერვისს სთავაზობს: ავტომობილების დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება. ავტომობილის დაჯავშნა დისტანციურად, კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
დონალდ ტრამპი ანკარაში ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)