|
2022-03-23 12:12:37, 788 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს
უსახლკაროების პროგრამის ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტი უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების გადაცემას განაგრძობს და მიმდინარე წლის განმავლობაში, 60 ოჯახის მუნიციპალური საცხოვრისით დაკმაყოფილებას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში, საცხოვრებელი ფართებით 400 თბილისელი უსახლკარო ოჯახის უზრუნველყოფა მოხდება. „უსახლკაროების პროგრამა იყო ჩემი წინასაარჩევნო დაპირება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ და ფართებით უკვე ვაკმაყოფილებთ ოჯახებს, რომლებიც საცხოვრისის გარეშე არიან დარჩენილი. 400 ასეთი ოჯახია, რომლებიც წლების განმავლობაში, დედაქალაქის მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი და ყოველწლიურად მილიონობით ლარს ვიხდით ქირაში იმისთვის, რომ ეს ადამიანები ქუჩაში არ იყვნენ და უზრუნველყოფილი იყვნენ საცხოვრებელი ფართებით. ჩვენ ვასრულებთ წინაასაარჩევნო დაპირებას, რომ არცერთი უსახლკარო თბილისელი არ უნდა დარჩეს მუნიციპალური საცხოვრისის გარეშე. ყველა იქნება ფართებით დაკმაყოფილებული. დღეს გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთ ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართი. გარდა ამისა, წლის განმავლობაში, 60 ოჯახი გვეყოლება დაკმაყოფილებული. მომდევნო წლების განმავლობაში, 400-ვე ოჯახს დავაკმაყოფილებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ანალოგიური პრობლემის მქონე ოჯახებმა რაიონულ გამგეობებსა და თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ. „ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, უსახლკაროს სტატუსის მისაღებად შეუძლია, მიმართოს გამგეობებს, ჯანდაცვის საქალაქო სამსახურს, სადაც მიიღებენ ზუსტ ინფორმაციას სტატუსის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
რუსეთის უდიდესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ დრონებით თავდასხმის შემდეგ მუშაობა შეაჩერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
რუტე: მომავალი წლისთვის ალიანსს ექნება შესაძლებლობა, ყოველწლიურად 4 მლნ-მდე ჭურვი აწარმოოს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)