23:44 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 11:00:31, 763 ნახვა

მსოფლიო
კრემლში აცხადებენ, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ, თუ რუსეთისთვის „ეგზისტენციალური საფრთხე“ დადგება

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს ჯერ კიდევ არ მიუღწევია თავისი სამხედრო მიზნებისთვის უკრაინაში. CNN-თან ინტერვიუში დიმიტრი პესკოვმა უარი თქვა გამოერიცხა, რომ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა პირობებში გამოიყენებს ვლადიმერ პუტინი რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებს, დიმიტრი პესკოვმა უპასუხა:

„თუ იქნება ეგზისტენციალური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის, მაშინ შესაძლებელია მოხდეს მისი გამოყენება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მკაცრად მიმდინარეობს იმ გეგმებისა და მიზნების შესაბამისად, რომლებიც წინასწარ იყო დადგენილი.

ამასთანავე, დიმიტრი პესკოვმა გაიმაორა ვლადიმერ პუტინის მოთხოვნები და განაცხადა, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზნები“ არის „უკრაინის სამხედრო პოტენციალის აღმოფხვრა“, ასევე  „ნაციონალისტური ბატალიონების“ მოშორებაა.

ამასთანავე, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ „სამხედრო ოპერაციის“ მიზანია უკრაინამ მიიღოს, რომ 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმი - რუსეთის ნაწილია და სეპარატისტული სახელმწიფოები ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები „უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოებია“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics