00:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-22 17:27:24, 628 ნახვა

მსოფლიო
იაპონიის პრემიერი - რუსეთის მიერ იაპონიასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შეწყვეტა უსამართლოა

იაპონიასა და რუსეთს შორის შექმნილი ვითარება კრემლის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია. - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ ტოკიოსთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შეჩერება უსამართლოა.

"მთელი ეს ვითარება შეიქმნა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად და რუსეთის პასუხი ეს ყველაფერი რუსეთ-იაპონიის ურთიერთობებზე გადაიტანონ, არის უსამართლობა და სრულად მიუღებელი", - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ საპარლამენტო კომიტეტს.

ამასთან პრემიერმა დასძინა, რომ ”იაპონიამ მტკიცედ უნდა განაგრძოს რუსეთის სანქციების დაწესება დანარჩენ მსოფლიოსთან თანამშრომლობით,” .

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს რუსეთის ფედერაციის ელჩი, მიხაილ გალუზინი, რომელთანაც გააპროტესტეს რუსეთის გადაწყვეტილება. 

ამასთან,  იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ტაკეო მორიმ განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა გაუმართლებელია და ფაქტი საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics