|
2022-03-22 11:25:23, 1143 ნახვა
სამართალი
შსს-ს წარმომადგენლებმა შშმ პირებთან კომუნიკაციის ეტიკეტის შესახებ ტრენინგი გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის ეტიკეტის შესახებ ტრენინგი ჩატარდა. სწავლების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის არსი; შეზღუდული შესაძლებლობისადმი პოზიტიური დამოკიდებულება; დისკრიმინაციის დაუშვებლობა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის სტანდარტი და სხვ. ტრენინგი პროექტის - „შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრისა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა გაუმჯობესებული საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით - მეორე ფაზა“ - ფარგლებში გაიმართა. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ინიციატივის - „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში - ფაზა 2“- ნაწილია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული პროექტის დანერგვას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან უზრუნველყოფენ ადგილობრივი კომპანიები - GEC და რეფორმებისა და ინოვაციების ცენტრი. პროექტი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრსა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ადამიანზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ეფექტური და ინკლუზიური მიწოდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)