01:12 - 01 Jul, 2026
|
2022-03-21 20:14:35, 1194 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელმა მებრძოლებმა მიკოლაივის ოლქის სოფელი ოკუპანტებისგან „გაწმინდეს“ - რუსები საბავშვო ბაღში იმალებოდნენ
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო Telegram-ზე იტყობინება, რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუს ოკუპანტებს ალყა შემოარტყეს და „წმენდა განახორციელეს“. შემთხვევა მიკოლაევის რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შედეგად, ოკუპანტებმა ზარალი განიცადეს და შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა მტრებს ისეთი აღჭურვილობა წაართვეს, როგორიცაა სამხედრო ტექნიკა, იარაღი და დოკუმენტები. მიუხედავად ამისა, მტრის ზუსტი დანაკარგი, ჯერჯერობით დადგენილი არ არის. უკრაინული მედიის ცნობით, რუსები ადგილობრივ საბავშვო ბაღში იმალებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, უკვე დაადასტურა .
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)