02:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-20 14:11:14, 789 ნახვა

მსოფლიო
ბელგიაში კარნავალის დროს მანქანა ხალხში შევარდა. დაიღუპა ექვსი ადამიანი

ბელგიაში, სტრეპი-ბრაკნიში, მანქანა კარნავალის დროს ხალხში შევარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია RTBF იუწყება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განმარტებით, შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. კიდევ 22-მა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები. მანქანაში მყოფი პირები უკვე დააკავეს, ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.

ბელგიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანელის ვერლინდენმა დაღუპულებსა და დაშავებულებს მიუსამძიმრა. „ღრმა სამძიმარს ვუცხადებ სტრეპში დილის ინციდენტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებსა და მეგობრებს. რაც სასიამოვნო წვეულება უნდა ყოფილიყო დრამაში გადაიზარდა. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას“, - დაწერა მან ტვიტერზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics