02:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-20 13:19:03, 718 ნახვა

მსოფლიო
მერია - მარიუპოლის ზოგიერთი მცხოვრები იძულებით გადაყავთ რუსეთში, მათ პასპორტებს ართმევენ

მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს რაიონის ზოგიერთი მცხოვრები იძულებით დეპორტირებულია რუსეთში,- ამის შესახებ ინფორმაციას  მარიუპოლის მერია ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ოკუპანტები მარიუპოლის მოსახლეობის ნაწილს იტაცებენ, პასპორტს ართმევენ და რუსეთის ტერიტორიაზე ძალის გამოყენებით გადაჰყავთ.

 

"რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარები აიძულებენ უკრაინის მარიუპოლის მცხოვრებლებს წავიდნენ რუსეთში ან დროებით ოკუპირებულ დომბასის ტერიტორიაზე გადასვლას. დილის 08:00 საათისთვის არის ინფორმაცია, რომ მარიუპოლის მარცხენა სანაპირო ოლქის აზოვსტალსკას და უკრაინელი კაზაკების ქუჩების მცხოვრებლებს უკანონოდ ასახლებენ მტრის ტერიტორიაზე.

რუსებმა იძულებით დეპორტირებულ ადამიანებს უკრაინული პასპორტები ჩამოართვეს და სამაგიეროდ გასცეს ფურცელი, რომელსაც იურიდიული წონა არ აქვს და არ არის აღიარებული მთელ ცივილიზებულ სამყაროში.

ოკუპანტები აგრძელებენ ნაცისტების მეთოდების გამოყენებას და მარიუპოლის გატაცებას!,"- წერია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics