03:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-19 11:05:11, 877 ნახვა

მსოფლიო
Bloomberg - უკრაინის აღსადგენად ევროკავშირმა შესაძლოა რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივები გამოიყენოს

უკრაინის აღსადგენად ევროკავშირმა შესაძლოა რუსების გაყინული აქტივები გამოიყენოს - ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

იდეა დამუშავების ეტაპზეა და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 

წყაროების თქმით, ერთ-ერთი შესაძლებლობად განიხილება აქტივების გამოყენება ომის რეპარაციების დასაფინანსებლად.საბოლოო გადაწყვეტილება, გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ. 

ბლუმბერგი იხსენებს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა სანქციები დააწესა ათობით რუსი ოლიგარქის, მათ შორის ქვეყნის ზოგიერთი უმდიდრესი მილიარდერის წინააღმდეგ.  მათ იახტები, კერძო თვითმფრინავები და ვილები ჩამოერთვათ. მხოლოდ იტალიამ 780 მილიონი ევროს ღირებულების ქონება გაუყინა ოლიგარქებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics