|
2022-03-18 20:00:35, 653 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინაზე თავდასხმით, ისინი გაანადგურებენ ყველაფერს, რასაც რუსეთის საზოგადოებამ ბოლო 25 წელში მიაღწია
„უკრაინაზე თავდასხმით ისინი გაანადგურებენ ყველაფერს, რასაც რუსეთის საზოგადოებამ ბოლო 25 წლის განმავლობაში მიაღწია“, - ამის შესახებ უკრაინის სპრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის ფასი „მტკივნეული დაცემის“ ტოლფასი იქნება. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენზე თავდასხმით ისინი გაანადგურებენ ყველაფერს, რასაც რუსეთის საზოგადოებამ ბოლო 25 წლის განმავლობაში მიაღწია. და ისინი დაბრუნდებიან იქ, სადაც ოდესღაც დაიწყეს აწევა, როგორც ამბობენ, „გამაოგნებელ 90-იან წლებში“. მხოლოდ თავისუფლების გარეშე, მილიონობით ადამიანის შემოქმედებითი სურვილის გარეშე, იშრომოს საკუთარი სახელმწიფოს განვითარებისთვის. ასეთი იქნება რუსეთისთვის უკრაინის წინააღმდეგ ომის ფასი. ეს მათთვის დაცემა იქნება, მტკივნეული დაცემა. და ისინი ამას იგრძნობენ - თუნდაც ტელევიზიის პროპაგანდისტების მიერ ხალხისთვის მიწოდებული ოპიუმის მიუხედავად“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)