03:51 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 18:36:19, 776 ნახვა

მსოფლიო
ბალტიის ქვეყნებმა 10 რუსი დიპლომატი გააძევეს

ბალტიის ქვეყნებმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქვეყნებიდან 10 რუსი დიპლომატი გააძევეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ ლიეტუვამ 4, ლატვიამ და ესტონეთმა კი 3-3 დიპლომატი გააძევეს. 

"რუსი დიპლომატების ყველა უსაფუძვლო გაძევებას შესაბამისი პასუხი მოჰყვება", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ. 

როგორც ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა აღნიშნა, რუსი დიპლომატების გაძევების მიზეზი არის ის, მათი საქმიანობა დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამებოდა. ასევე, გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის გათვალისწინებით.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსი დიპლომატები გააძევეს, რადგან ისინი პირდაპირ და აქტიურად უთხრიდნენ ძირს ესტონეთის უსაფრთხოებას და ავრცელებდნენ პროპაგანდას რუსეთის სამხედრო ქმედებების გამართლების მიზნით.

ლიეტუვაში განაცხადეს, რომ რომ დიპლომატები "უკრაინის სოლიდარობის მიზნით" გააძევეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics