|
2022-03-18 11:06:07, 870 ნახვა
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის დელეგაცია ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, ალმათის აკადემიის ხელმძღვანელის - აიდარ საიტბეკოვის ხელმძღვანელობით ეწვია. - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ვიზიტი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის განყოფილების (UNODC ROCA) ორგანიზებით განხორციელდა და მის მიზანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა წარმოადგენს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ყაზახეთის დელეგაციის წევრებს სამინიტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა. "შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება სასარგებლო იქნება ყაზახეთის მხარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების დანერგვის მიმართულებით. დელეგაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური ინსპექციისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს. სტუმრები ასევე ეწვივნენ შსს-ს აკადემიას, საპატრულო პოლიციის დეპარტმენტს, მომსახურების სააგენტოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტს და ადგილზე გაეცნენ მათი მუშაობის სპეციფიკას." - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)