06:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 14:18:21, 815 ნახვა

მსოფლიო
ჩერნიგოვის მერის განცხადებით, ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე დგას

რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად, უკრაინის ქალაქი ჩერნიგოვი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. იქ უკვე რამდენიმე დღეა არ არის გათბობა, ელექტროენერგია და წყალი. პროდუქტებისა და წამლების მარაგი ნელ-ნელა იწურება.

აღნიშნულის შესახებ ჩერნიგოვის მერმა, ვლადისლავ არტოშენკომ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. 

მანვე აღნიშნა, რომ ქალაქი ნაწლავური დაავადებების გავრცელების საფრთხის წინაშე დგას - შეუძლებელია სანიტარული პირობების დაცვა, რადგან ქალაქს არ მიეწოდება წყალი, როგორც ცივი, ასევე ცხელი, რადგან არ არის ელექტროენერგია. 

ამასთანავე, ქალაქის მერმა აღნიშნა, რომ თითქმის ყველა ინფრასტრუქტურული ობიექტი განადგუებულია რუსი ოკუპანტების მიერ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics