06:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 12:13:01, 613 ნახვა

მსოფლიო
რამზან კადიროვი SBU-ს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს - შეწყვიტეთ უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება, გიპოვით ყველას და დაგსჯით

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი უკრაინის უშიშროების სამსახურსა და შეიარაღებულ ძალებს აფრთხილებს უკრაინის მოქალაქე ჩეჩნების გატაცება და გაურკვეველი მიმართულებით წაყვანა, შეწყვიტონ. - ამის შესახებ რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

"მივმართავ SBU-ს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შეწყვიტეთ უკრაინის მოქალაქე უდანაშაულო ჩეჩნების გატაცება და გაურკვეველი მიმართულებით წაყვანა, რომელთა ბრალიც მხოლოდ მათი ეროვნებაა. 

გარწმუნებთ, რომ  ეს დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.  ჩვენ ვიპოვით ყველას, ვინც ამ ნაცისტურ ქმედებებში მონაწილეობს და დავსჯით. არ გაგიკვირდეთ, თუ პასუხი მსგავსი გზით იქნება გაცემული. ეს ეხება როგორც დამნაშავეებს, ასევე მათ, ვინც იცის გატაცებულის ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა ჩუმადაა.  სანამ გვიანი არ არის, გაათავისუფლეთ უდანაშაულოები." - განაცხადა რამზან კადიროვმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics