06:41 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-17 02:37:44, 1052 ნახვა

მსოფლიო
მედია - ოკუპანტებმა ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, ჭურვების აფეთქება დაიწყეს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, რუსმა ოკუპანტებმა აუფეთქებელი ჭურვების აფეთქება დაიწყეს. ამის შესახებ NNEGC Energoatom-ის ხელმძღვანელმა, პეტრ კოტინმა ტელეკომპანია FreeDom-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ძალები ჭურვებს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე, ყოველგვარი უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე აფეთქებენ, რაც თავის მხრივ, ერთობ სახიფათოა.

„სადგურის ტერიტორიაზე დაიწყეს საბრძოლო მასალის აფეთქება. თავდაპირველად სროლისას, ბევრი ჭურვი არ აფეთქდა და შენობებში გაიჭედა, მათ შორის სადგურის ადგილას ასფალტში, ესტაკადაში და მილსადენებში. რუსმა სამხედროებმა ამ ჭურვების გაწმენდა დაიწყეს, ხოლო, სადაც გაიჭედა, იქვე აფეთქებენ. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბომბი, სახიფათო ბლოკის ან სადგურის აღჭურვილობის მუშაობისთვის მნიშვნელოვანი ადგილის გვერდით“, - აღნიშნა პეტრ კოტინმა.

მისი თქმით, მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics