|
2022-03-14 15:23:12, 716 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - საქართველო, ყოველთვის უზრუნველყოფს მისი მეგობარი უკრაინის მხარდაჭერას ისევე, როგორც ჰუმანიტარულ მხარდაჭერას
დღეს ოკუპანტი ქვეყანა კვლავ იმავეს აკეთებს, ისევ იბრძვის სხვა ქვეყანაში, ისევ აწარმოებს ღია აგრესიას. თანამედროვე სამყარო სხვადასხვა გზებით ცდილობს ომის შეჩერებას და ვივარაუდოთ, რომ შეძლებს ამას, შეძლებს მშვიდობის უზრუნველყოფას იმიტომ, რომ იხოცებიან ადამიანები, მათ შორის, უდანაშაულო ადამიანები და ბავშვები - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანაავტორი, რომელიც გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთისათვის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებაზე ევროპული საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში. „ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, გარდა იმისა, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე წარმატებები მოვიპოვეთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე 2014 წელს ხელი მოაწერა საქართველომ ასოცირების შეთანხმებას და უკვე 8 წელია წარმატებით სრულდება ის. 2017 წლიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2014 წლის 27 ივნისს იქნა ხელმოწერილი. საქართველო აღიარებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უპირობო ლიდერად მრავალი მიმართულებით წინ ვუსწრებთ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რომლებიც უკვე სარგებლობენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით. ეს მოკლე ისტორიული მიმოხილვა. და რა ხდება დღეს, ოკუპანტი ქვეყანა კვლავ იმავეს აკეთებს, ისევ იბრძვის სხვა ქვეყანაში, ისევ აწარმოებს ღია აგრესიას. თანამედროვე სამყარო სხვადასხვა გზებით ცდილობს ომის შეჩერებას და ვივარაუდოთ, რომ შეძლებს ამას, შეძლებს მშვიდობის უზრუნველყოფას იმიტომ, რომ იხოცებიან ადამიანები. არ აქვს მნიშვნელობა ვინ, მაგრამ მათ შორის, უდანაშაულო ადამიანები და ბავშვები. რას აკეთებს საქართველო ამ დროს, ეს კითხვა ისმება და საქართველოს ფარგლებს გარეთ ქვეყნის დაზიანების მცდელობებიც ვნახეთ სამწუხაროდ. საქართველო, ჩვენ არა ერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ყოველთვის, ყველა საერთაშორისო პლათფორმიდან უზრუნველყოფს მისი მეგობარი უკრაინის მხარდაჭერას ისევე, როგორც ჰუმანიტარულ მხარდაჭერას ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ. მათ შორის, იმ დამაზიანებელი განცხადებების საპასუხოდ რა განცხადებებსაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ქვეყნის შიგნით და გარეთ ვისმენთ. საქართველო გახდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თანაავტორი, რომელიც გმობს უკრაინაში რუსეთის შეჭრას და მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“. საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას რუსეთისათვის წარმომადგენლობის უფლების შეჩერებაზე ევროპული საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში ე.წ. პასეში. საქართველომ ეუთოს 44 წევრთან ერთად მხარი დაუჭირა, მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას, რაც მიზნად ისახავს გამოიძიოს ეუთოს ვალდებულებები შესაძლო დარღვევისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევის შემთხვევები ომის დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაძლო შემთხვევები. საქართველო არის იმ 38 სახელმწიფოს შორის, რომლებმაც მიმართეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, დაიწყოს გამოძიება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების და სამხედრო დანაშაულების შესახებ, ეს არის ჩვენი უპირობო დიპლომატიური მხარდაჭერის მცირედი ჩამონათვალი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)