|
2022-03-14 13:45:52, 798 ნახვა
საზოგადოება
მედიკოსთა დიპლომის შემდგომ საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოცდებზე რეგისტრაცია 14 მარტიდან - 25 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელთა რეგისტრაცია შესაძლებელია ამ ბმულზე - http://onlinereg.moh.gov.ge/login.html რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გამოცდაზე დაშვებულ მაძიებლებს, სატელეფონო შეტყობინებით ეგზავნება ინფორმაცია გამოცდის თარიღისა და დროის თაობაზე. გამოცდის ჩატარების ადგილი გამოქვეყნდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებ-გვერდზე - www.rama.moh.gov.ge სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განაცხადების რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსში, მისამართზე - ვაჟა-ფშაველას გამზირი N29. რეგისტრაცია შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე, (შესვენება 13:00-14:00სთ.) გამოცდებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე - http://rama.moh.gov.ge/geo/list/show/644/644
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)