|
2022-03-11 13:26:53, 1005 ნახვა
სამართალი
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 12 და მხილებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების და სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტები აღკვეთეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის 12 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირი ამხილეს. სამართალდამცველებმა 1993 წელს დაბადებული ლ. ი., 2003 წელს დაბადებული ბ.ჯ., 1989 წელს დაბადებული მ. გ., 1987 წელს დაბადებული ო. ჩ. - თბილისში, 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.კ. - გორში, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ხ. - ქუთაისში, 1972 წელს დაბადებული ვ. ზ. - დუშეთში, 1942 წელს დაბადებული გ.ვ. - მესტიაში, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჭ.ო. - საგარეჯოში, 1976 წელს დაბადებული ი.ნ. - მარტვილში, 1972 წელს დაბადებული დ. ჯ. - ჩხოროწყუში, 1980 წელს დაბადებული მ.დ. ბათუმში დააკავეს, ლენტეხის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში კი მხილებულია 1946 წელს დაბადებული ბ.ტ. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.მ. დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ბინების და ავტომანქანების ჩხრეკის შედეგად, სულ ამოღებულია: "მაუზერის" ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. "აბრეზი", „ტტ“-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, „აკს 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "კალაშნიკოვის" სისტემის 2ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „VALTER-SUPER-X“-ის მოდელის სანადირო თოფი, 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, სასიგნალო შაშხანა, 2 სასიგნალო ვაზნა, ცეცხლსასროლი რევოლვერი, „მაუზერის“ სისტემის თვითნაკეთი წესით დამზადებული გლუვლულიანი გადაჭრილი თოფი - ე.წ. "აბრეზი", ქარხნული წესით დამზადებული 1 ცალი კარაბინი, ქარხნული წესით დამზადებული, „იჟ-18-ე“ მოდელის გლუვლულიანი თოფი, “მაკაროვის“ სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „ჩეზეს“ ფირმის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „კოლტის“ ფირმის რევოლვერი, ,,ვალტერის“ ფირმის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, “ARAL 1071”- ის მოდელის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „კარაბინი“-ს მოდელის შაშხანა, „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „GOVERMENT“-ის ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, თვითნაკეთი რევოლვერი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 1799 საბრძოლო ვაზნა, 28 მჭიდი და „რგდ“-ის ტიპის 5 ხელყუმბარა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)