|
2022-03-07 16:35:34, 570 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში წყალარინების ქსელის მოწესრიგება მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირი N39, N35, N34, ბუდაპეშტის ქუჩა N 3ბ და გამრეკელის ქუჩა N1 კორპუსების ამორტიზებული კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია იუწყება. ინფორმაციის მიხედვით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება მილები და ჭები. აღნიშნულ მისამართებზე წლების განმავლობაში არ მოწესრიგებულა კომუნიკაციები. პროექტის განხორციელების შემდეგ კი, კორპუსების მცხოვრებლებს არსებული პრობლემა მოუგვარდებათ. „მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100%-ით აფინანსებს, რისთვისაც ჯამში, 415 092 ლარია გამოყოფილი. ამხანაგობა კი, თავის მხრივ ვალდებულია, სამუშაოების ღირებულების 5%-ის ოდენობის თანხა ამხანაგობის ანგარიშზე განათავსოს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმაროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)