|
2022-03-05 09:43:17, 462 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სოფლის მეურნეობის დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, ფერმერების საჭიროებების გათვალისწინებით მიმდინარე პროექტებში განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებს. ასოციაციის წარმომადგენლებმა მარცვლეული კულტურების, კენკროვნების, დაფნის, კაკლოვანი კულტურების, პურის, ზეთისხილის, თაფლის, თევზისა და კვერცხის წარმოების, მეცხვარეობისა და მეფუტკრეობის განვითარების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. „ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ თითოეულ სექტორში არსებული გამოწვევა და, ასოციაციებთან ერთად, დავგეგმოთ მათი გადაჭრის ისეთი გზები, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგის სწრაფ და ეფექტიან განვითარებას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ბაზრების დივერსიფიკაციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აქტიურად გაგრძელდეს კომუნიკაცია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, რათა შემუშავებული ყოველი ახალი სახელმწიფო პროგრამა თუ ინიციატივა მორგებული იყოს დარგის საჭიროებებზე, ხოლო მიმდინარე პროგრამებში შევიდეს ისეთი ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს არსებული გამოწვევების დაძლევას და სექტორის სწრაფ განვითარებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბევრი რამ გაკეთდა ადგილობრივი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის ზრდის მიმართულებით, ამას სტატისტიკური მონაცემებიც მოწმობს - 2021 წელს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 1 142 000 000 აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, სამინისტროს აქვს ამბიციური გეგმა, რომ 2030 წლისთვის, ეს რიცხვი 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი იყოს. რა თქმა უნდა, ამ მიზნის მისაღწევად სამუშაო კიდევ ბევრია და სამინისტროს აქვს კონკრეტული ხედვები და გეგმები, თუმცა სწრაფი შედეგისთვის, პროცესში დარგობრივი ასოციაციების კიდევ უფრო აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია. უახლოეს მომავალში დაიწყება შეხვედრები ცალკეული ასოციაციების წარმომადგენლებთან, სადაც დეტალურად იქნება განხილული კონკრეტული დარგის საჭიროებები, მისი განვითარების სამომავლო გეგმები და ინიციატივები.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)