20:48 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 17:14:18, 773 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ, რაიმე სახის დოკუმენტების ხელმოწერაზე არავითარი საუბარი არ შემდგარა

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ხუთშაბათს გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ, მხარეებს შორის რაიმე ოფიციალურ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე „არავითარი საუბარი არ შემდგარა“.

„შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იყო ნათლად გადმოგვეტანა ჩვენი ხედვა ამ პრობლემის შესახებ“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.

„მოლაპარაკებები არის შესაძლებლობა დელეგაციებმა გადასცენ ერთმანეთს პოზიციების ყველა ელემენტი ზედმეტი შუამავლების გარეშე. ჩვენი პოზიციის ელემენტები მოექცა უკრაინულ მხარეს. ჯერ არ არის საუბარი რაიმე დოკუმენტის (ხელმოწერის) შესახებ. მოლაპარაკებები, რომელიც გაიმართა, კარგი შესაძლებლობა იყო ნათლად გადმოგვეტანა ჩვენი ხედვა ამ პრობლემის შესახებ,“ - თქვა პესკოვმა ჟურნალისტებთან საკონფერენციო საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics