|
2022-03-01 15:11:53, 616 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ კორუფციის პრევენციისა და თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ორი პროექტის განხორციელება დაიწყო
დედაქალაქის მერიამ ორი პროექტის განხორციელება დაიწყო. საქმე ეხება კორუფციული რისკების შეფასების სისტემის დანერგვას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამშრომელთა ჩართულობის ზრდის უზრუნველყოფას. კორუფციული რისკების შეფასების დანერგვა ერთგვარი დამატებითი პრევენციული ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად განხორციელდება. მერიის შიდა აუდიტის სამსახური მერიის სტრუქტურულ ერთეულებში გამოავლენს სავარაუდო კორუფციული რისკების მქონე მიმართულებებს და აღნიშნული რისკების აღმოსაფხვრელად დაგეგმავს კონკრეტულ რისკის მართვის ღონისძიებას. წლევანდელი რისკების შეფასების ანგარიშის მიხედვით, გამოვლენილია 13 სავარაუდო კორუფციული რისკი, რომელიც წლის ბოლომდე აღმოფხვრილი იქნება. რაც შეეხება მეორე პროექტს - გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამშრომელთა ჩართულობა, თბილისის მერია გეგმავს ე.წ. Bottom-Up მოდელის დანერგვით ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მერიის სისტემაში საშუალო და ქვედა რგოლის როლის ზრდას. აღნიშნული ინიციატივა, ექსპერტების რეკომენდაციით, პირველ ეტაპზე დაინერგება მერიის რამდენიმე სტრუქტურულ ერთეულებში. ქვედა და საშუალო რგოლის თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, წარადგინონ თავიანთი დასაბუთებული წინადადებები და მიიღონ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა. გარდა ამისა, ქვედა და საშუალო რგოლი ყოველწლიურად, კონფიდენციალური შეფასების სისტემის საშუალებით შეაფასებენ მათ ჩართულობას სამსახურის შიგნით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტები ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება და მის მხარდაჭერას უზრუნველყოფს USAID GGI - დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა. რაც შეეხება კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიას, მის შემუშავებაში ჩართული იყო „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)