|
2022-02-17 17:41:31, 901 ნახვა
საზოგადოება
ბაკურ აბულაძე - ანტიკორუფციული მიმართულებით სისხლის სამართლის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება მნიშვნელოვანია
საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ანტიკორუფციული მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება და გამოცდილების გაზიარება, ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოება, რაც უზრუნველყოფს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ინსტიტუტების შესაძლებლობების გაძლიერებას კორუფციის, ფულის გათეთრების და სხვა ტიპის ეკონომიკური დანაშაულებების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში განხილვის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ბაკურ აბულაძემ გენერალური პროკურატურის 2021 წლის მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თქმით, თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია პროკურატურის ანტიკორუფციული მიმართულების შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება, გამოძიების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევების დანერგვა და გამოყენება, ადამიანური რესურსების განვითარება. ამასთან, მისივე განცხადებით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში აუცილებელია გაგრძელდეს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია საზოგადოების ჩართულობა და მათი მხრიდან თანამშრომლობის სურვილის მაღალი ხარისხით გამოხატვა სამართალდამცავ ორგანოებთან" - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ. გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან შემოსულ ანგარიშებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ეფექტიანი გამოძიების ჩატარება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტია, რის გათვალისწინებითაც პროკურატურა აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. „2021 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო 17 სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურატურის მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 19 პირის მიმართ, ხოლო პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა 12 პირის მიმართ. ასევე, კორუფციასთან დაკავშირებულ დანაშაულებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების პროცესში, მართლმსაჯულების ინტერესების უზრუნველსაყოფად, 2021 წლის განმავლობაში ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ უძრავ და მოძრავ ქონებებს. ამავე პერიოდში, საქართველოს პროკურატურის მიერ გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად ჩამორთმეული იქნა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონებები" - აღნიშნა ბაკურ აბულაძემ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)