|
2022-02-16 20:43:38, 632 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - „ნაცმოძრაობა“ რუსთავში კანდიდატს არ წარადგენს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ რუსთავში მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს. მისი თქმით, „ენმ“ რუსთავში თავის კანდიდატს არ წარადგენს. ხატია დეკანოიძემ აღნიშნა ისიც, რომ ბადრი ჯაფარიძესათვის მანდატის ჩამორთმევა კი ქურდობის ტოლფასი იყო, რათა ოპოზიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ძლიერად წარმოდგენილი არ იყოს. „ამიტომ ბრძოლის ეს ფაზა, რომელიც არის საკმაოდ რთული, მათ შორის შუალედური არჩევნები თავისი ხასიათიდან გამომდინარე, არის ძალიან პრინციპული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ბატონი ბადრის მხრიდან. ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა, ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს ერთიანი ძალისხმევა. იქნება რთული ბრძოლა, ვინაიდან ნამდვილად, ხელისუფლება მთელი რესურსის მობილიზებას შეეცდება, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია ბატონი ბადრის ეს გადაწყვეტილება, ამიტომ ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ მაქსიმალურს“,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)