12:22 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 19:26:55, 652 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - უკრაინა გამბედაობის შედეგად, კრიზისიდან უფრო წელგამართული და გამარჯვებული გამოდის, ვიდრე ოდესმე

„უკრაინის მთელი კრიზისიდან, უკრაინა გამბედაობისა და ერთიანობის, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერის შედეგად, უფრო წელგამართული და გამარჯვებული გამოდის, ვიდრე ოდესმე საუკუნეების განმავლობაში“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

ექსპრეზიდენტის თქმით, თუ საქართველოს მშვიდობა და უსაფრთხოება სურს, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთთან ვიყოთ.

„უკრაინის მთელი კრიზისიდან, უკრაინა გამბედაობისა და ერთიანობის, მთელი მსოფლიოს მხარდაჭერის შედეგად, უფრო წელგამართული და გამარჯვებული გამოდის, ვიდრე ოდესმე საუკუნეების განმავლობაში. 
როგორც უკრაინის მოქალაქე, მე ამით ვამაყობ. საქართველო თავისი კოლაბორაციონისტი, მხდალი ოლიგარქის წყალობით, დარჩა უფრო იზოლირებული და უფრო დაუცველი, ყველაზე ნაკლები რეპუტაციით ბოლო 30 წლის განმავლობაში. 
როგორც ქართველს, მე ამაზე გული შემტკივა და ვიცი, რომ ყველამ ხელი უნდა გავანძრიოთ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო დავიწყების ორმოდან ამოსათრევად. თუ გვინდა მშვიდობა და უსაფრთხოება, უნდა ვიყოთ დასავლეთთან!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
პრემიერ-მინისტრთან ერთად, ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრის შეცვლა გადაწყვიტა
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იცავს აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics