20:35 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 16:41:12, 1025 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა

უკრაინის რადამ მსოფლიოს მოუწოდა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული დამოუკიდებლობა არ აღიარონ. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაწვეტილება რადას წევრებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

რადას მიმართვას 331-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რომლებმაც გაერო-ს, ევროკომისიას, ეუთო-ს, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეებს და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებს მოუწოდეს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების აღიარება არ დაუშვან. 

უკრაინული პარლამენტის წევრები საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მოუწოდებენ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში დაადასტურონ და დაგმონ რუსეთის ის ქმედებები, რომლებიც მსოფლიოში და უკრაინაში ვითარების გაუარესებისკენაა მიმართული. აღნიშნულის შესახებ UkrinForm იუწყება.

ისინი რუსეთის გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრად ყოფნის საკითხის განხილვასა და უკრაინის საზღვრებთან ესკალაციის თემის დღის წესრიგში დაყენებასაც ითხოვენ, რათა გაერო-მ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics